Türkçe | English | Pусский | Kазах | Azerice
7/24 Call Center
0216 538 80 80
support@gantek.com
It პროფესიული მომსახურება

კომპანია Gantek-ის ეფექტურად და ოპერატიულად რეაგირებს ჩვენი დამკვეთების ბიზნეს მოთხოვნებზე და პროცესების ანალიზზე, მხარდაჭერაზე და მომსახურებაზე, კონსულტირებაზე, მომსახურების გაწევაზე კომპეტენტური და გამოცდილი ექსპერტების ჯგუფის მიერ.

აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება

კომპანია Gantek-ის გაყიდვის შემდგომი დაყენების კონსულტაცია მოიცავს აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის დაყენების მომსახურებას კლიენტის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციების შესაბამისად.

ტარდება მოკლე ტრენინგები კლიენტების მიერ პროცესების ეფექტურობის მისაღწევად აპარატულ და პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ დარგებში, დაყენების დროს ან მის შემდეგ.

მხარდაჭერა და განახლება

კომპანია Gantek-ის ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფი, რომელიც გამოცდილი ტექნიკური პერსონალისგან შედგება და მუდმივად იმაღლებს განათლების დონეს, უზრუნველყოფს სწრაფ, ეფექტურ და საიმედო მხარდაჭერის სისტემას; აპარატული, პროგრამული და ბიზნეს ანალიტიკის კუთხით.

ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის მასშტაბური პლატფორმა შესაძლებლობას გვაძლევს კლიენტებს შევთავაზოთ ნებისმიერი მოცულობის სასერვერო, პერიფერიული და პროგრამული უზრულველყოფის ტექნიკის მხარდაჭერა. ჩვენი მომსახურების პრინციპები ეფუძვნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის პროცესების მართვაში და მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

მიგრაციის სერვისები

კომპანია Gantek-ის მონაცემთა მიგრაციის სერვისები გთავაზობენ ისეთ უპირატესობებს, როგორიცაა დანახარჯების შემცირება ბიზნეს-პროცესების შეწყვეტის გარეშე, ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაცია და ეფექტურობის ამაღლება.

გარე მართვის მომსახურება

გარე მართვის ფარგლებში კომპანია Gantek-ის მომსახურება პასუხობს კორპორაციების მოთხოვნებს, რომლებსაც ურჩევნიათ საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის გადაცემა კომპეტენტური და გამოცდილი ჯგუფებისთვის.

სწავლება

კომპანია Gantek ატარებს ტრენინგებს თავისი გადაწყვეტილებების ეფექტურად გამოყენებისთვის და ხდება სწავლების ასეთი მომსახურების ადაპტაცია კორპორაციების მოთხოვნილებების შესაბამისად.

კომპანია Gantek გთავაზობთ სისტემური გადაწყვეტილებების შემუშავების დარგში თავისი პარტნიორების პროდუქტების შესწავლის მომსახურებას, როგორიცაა Oracle, Symantec და Subex.

IT აუთსორსინგი

ჩვენ ვუზრუნველყოფთ კლიენტების უწყვეტ მომსახურებას და ვთავ კორპორაციებს აუთსორსინგული მომსახურება შემდეგ დარგებში:

- საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მომსახურების აუთსორსინგი;
- საოფისე ავტომატიზაციის სამსახურის აუთსორსინგი;
- მონაცემთა დამუშავების ოპერაციები;
- სერვისული კონტაქტები;
- IT რესურსების განაწილება.

აუთსორსინგული მომსახურების ბენეფიტები:

• ხარჯეფექტურობა
• მარტივი მენეჯმენტი
• საიმედოობა და დაცულობა
• მომსახურების ხარისხი და კვალიფიკაცია
• 24/7/365 მხარდაჭერა

კონსულტირება

IT სამსახურები ყოველდღიურად დიდ ძალისხმევას ხარჯავენ მიწოდებული სერვისების მდგრადობისა და უწყვეტობის შესანარჩუნებლად. მიუხედავად ამისა, მათი ორაგანიზაციის მენეჯმენტი ხშირად უკმაყოფილოა IT-ს საქმიანობით (სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია). IT-ის გუნდი მუდმივად განიცდის არასაკმარისი რესურსის არსებობას, დაკისრებული ამოცანების ჯეროვნად შესასრულებლად. ასევე, ხშირია შემთხვევა, როდესაც მენეჯმენტის მხრიდან დროულად არ ხდება გადაწყვეტილების მიღება, რაც შემდგომში იწვევს ცვლილებების ნაჩქარევად გატარებასა და რისკების გაზრდას!

ჩვენი სერვისები განკუთვნილია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც მსგავსი სირთულეები აწუხებთ და არ ყოფნით საკუთარი რესურსი მათ დასაძლევად. ჩვენ გვაქვს ცოდნა, სურვილი და შესაძლებლობა დაგეხმაროთ აღნიშნული პრობლემური საკითხების შეფასებასა და გადაწყვეტაში. ჩვენი მიდგომა და პროექტები ეყრდნობა საერთშორისო პრაქტიკებს და მეთოდოლიგიებს, როგორიცაა ITIL, COBIT, ISO, CMMI და სხვა.

ინფორმაციული ტექნოლოგიების მმართველობითი ჩარჩოს შემუშავებისა და დანერგვის ფარგლებში, კონსულტანტის/ების დახმარებით შემუშავდება ინფორმაციული ტექნოლოგიების მმართველობითი ჩარჩოსა და მასთან დაკავშირებულ სტანდარტებთან შესაბამისობის დანერგვის გეგმა. ასევე, განხორციელდება მმართველობითი ჩარჩოს დანერგვის აქტიური მონიტორინგი, დანერგვის ხელშეწყობა და შემდგომი შეფასება.