Türkçe | English | Pусский | Kазах | Azerice
სოციალური პასუხისმგებლობა

დაარსების დღიდან, Gantek-ი თავის კლიენტებს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ უამრავ ინოვაციურ სერვისს აწვდის, რომელთა უმრავლესობაც კომპანიამ პირველმა დანერგა ევრაზიის ქვეყნებში.

“Gantek Technology” ბიზნეს ქცევის უმაღლესი სტანდარტების ერთგულია. ჩვენ ვმოქმედებთ პასუხისმგებლობით, ვეყრდნობით რა ჩვენს პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესის ქცევის fკოდექსს. ჩვენ ვემხრობით თავისუფალ და სამართლიან ვაჭრობას, ვისწრაფით ღია და სამართლიანი კონკურენციის და ეთიკური პირობების დამკვიდრებისკენ, ჩვენს მიერ ოპერირებადი ქვეყნების კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.    

ჩვენ მივისწრაფვით პროეფესიონალიზმის უმაღლესი სტანდარტებისაკენ. ჩვენი ძირითადი სტრატეგია, რაც ინოვაციური გადაწყვეტილებების პორტფელის გამდიდრებას და ბაზრის გაფართოებას გულისხმობს, გვაძლევს შესაძლებლობას  ჩვენს დაკვეთებს პროდუქციის ფართო ასორტიმენტი შევთავაზოთ. მუდმივად ვმუშაობთ სერვისების გაფართოებაზე სხვადასხვა ქვეყანაში და ამით, ვცდილობთ, პოზიტიური წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი ბიზნეს გარემოს განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნაში. აქტიურად ვიცავთ დასაქმების თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს.

ჩვენი ყველა ორგანიზაცია და ოფისი  სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საერთაშორისო სტანდარტებსა და ნორმებს და იცავს ბუნებრივ რესურსებს. ჩვენ, როგორც ჩვენი საქმიანობის სფეროში წამყვანი კომპანია, მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ გარემოს ხელშეწყობასა და დაცვაში.