Türkçe | English | Pусский | Kазах | Azerice
ჩვენ შესახებ

1987 წელს დაარსებული “Gantek Technology” წარმოადგენს IT სისტემური ინტეგრაციის ერთ-ერთ უძველეს და ავტორიტეტულ კომპანიას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში, წარმოდგენილს თურქეთსა და ევრაზიის კონტინენტის 10-ზე მეტ ქვეყანაში. მძლავრი ტექნიკური გუნდისა და გლობალური პარტნიორების ექსპერტიზის დახმარებით, IT ეკოსისტემის ფარგლებში ჩვენ მაღალი დონის გამოცდილების და სამუშაოთა ფართო მოცულობის დემონსტრირებას ვახდენთ.

საუკუნის მეოთხედის განმავლობაში, საინფორმაციო ტექნოლოგიებმა საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროში შეაღწია. კომპანია Gantek-ი მრავალი კორპორაციის ბიზნეს-პროცესებში ამ ტექნოლოგიების ინტეგრაციის ინიციატორი და განმახორციელებელია. განსაკუთრებული როლი თურქეთის, ყაზახეთის და აზერბაიჯანის  ეკონომიკის განვითარებაში და ციფრული ერის მშენებლობაში მიგვიძღვის, როგორც სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე კერძო სექტორის მოთამაშეებისათვის.

გადაწყვეტილებების ფართო პროფილის წყალობით, რაც კომპანიების ოპერაციული ეფექტურობისა და მწარმოებლობის ზრდას ემსახურება, ჩვენი კლიენტების კონკურენტუნარიანობის და გრძელვადიანი IT და ბიზნეს სტრატეგიის ჩემომყალიბებლები და შემსრულებლები გახლავართ.

ჩვენი კომპანიის სათაო ოფისი სტამბოლშია განლაგებულია, ხოლო ლოკალური ოპერაციებისათვის წარმომადგენლობითი ოფისები: ალბანეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, ჩრდილოეთ კვიპროსზე, მოლდავეთში, ნეპალში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში.

საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან და დამკვეთი კომპანიების მოთხოვნების ზრდის პარალელურად, ჩვენ მუდმივად ვამდიდრებთ გადაწყვეტილებების პორტფელს, რათა მაქსიმალურად ფართო არჩევანის საშუალება მივცეთ ბიზნეს პარტნიორებს.

კომპანიის მიზანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი პარტნიორებისათვის ისეთი გადაწყვეტილებების შეთავაზება და განხორციელება, რომლებიც მათ წარმატებულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს შეუქმნის, ჩვენ კი გაწეული სერვისით ვიამაყებთ და კიდევ უფრო ავიმაღლებთ პროფესიონალურ რეპუტაციას.

მომსახერებათა სპექტრი ნამდვილად დიდი არჩევანისაგან შედგება:

(e-Invoicing, e-Archiving, e-Reconciliation, E-Signature, E-Government...)

და IT სტრატეგიული დაგეგმარება

ჩვენ ვუზრუნველყოფთ პროექტების E2E რეალიზაციას, მხარდაჭერას და მომსახურებას 7/24/365 რეჟიმში. აგრეთვე სწავლებას, კონსულტაციას და IT აუთსორსინგს.

ჩვენ წარმოადგენთ გლობალურ ორგანიზაციას, რომელიც პასუხობს კომპანიის კორპურატიული მართვის  მაღალ სტანდარტებს და ISO სერტიფიცირების პერიოდიკას იცავს.