Türkçe | English | Pусский | Kазах | Azerice
პრეზიდენტის მიმართვა

1987 წელს, კომპანიის Gantek Technology დაარსების მომენტიდან მუდმივად ვცდილობთ ვიყოთ მეტად შემოქმედი და წარმატებული ორგანიზაცია, რათა ის ნოვატორული პოზიცია რომლითაც ვამაყობთ, სახელოვნად გვეკავოს მსოფლიოში სწრაფად განვითარებადი IT ტექნოლოგიების სექტორის ზრდის მაღალი სისწრაფის პარალელურად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კომპეტენციები შეესაბამებოდნენ დღევანდელი საქმიანი სამყაროს მოთხოვნილებებს და ზოგიერთ შემთხვევაში უწრებდნენ მათ.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში რამდენიმე რევოლუცია მოხდა, Gantek-მა გაამაგრა თავისი კორპორაციული არსებობა და აქტიური წვლილი შექვს თავის ბიზნეს პარტნიორების საქმიანობის განვითარებაში.

თურქეთსა და შუა აზიის ქვეყნების ბაზარზე დაგროვილი გამოცდილების წყალობით მუდმივად ვამტკიცებთ ჩვენს უპირატესობას მაღალ კონკურენტულ გარემოში და რეგიონში ვაღწევთ პროფესიონალური სერვისების წარმოდგენას და ვახდენთ სოციალური პასუხისმგებლობის დემონსტრირებას.

ჩვენ წარმოვადგენთ ტრანსნაციონალურ კომპანიას და ერთგულნი ვართ ჩვენი ხედვის და ძირითადი პრინციბების მიმართ. კარგად გვესმის, რომ ჩვენს მიერ შესრულებული ყოველი პროექტი ხელს უნდა უწყობდეს კონკრეტულ მიზანს და გარკვეულ შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. ჩვენს ღირებულებათა მიმართ ლოიალურობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კომპანიის ადგილობრივი მოთამაშიდან რეგიონალურ მოთამაშედ გადაქცევაში და ვთვლით, რომ ეს ღირებულებები მთლიანობაში წარმოადგენს მდგრადი ზრდის გასაღებს, როგორც ჩვენთვის აგრეთვე ჩვენი დამკვეთებისათვის.

ჩვენ ვაშენებთ ურთიერთობებს ჩვენს თანამშრომლებთან, პარტნიორებთან და კლიენტებთან ხანგრძლივი პერსპექტივით და ვამუშავებთ გადაწყვეტილებებს იმის გაცნობიერებით, რომ მოთხოვნები შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურ პასუხისმგებლობას მოითხოვს.

ჩვენთვის უაღრესად სასიამოვნოა ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივ წარმატებებზე საუბარი, მათთან ვისაც ხელს ვართმევდით 25 წლის წინ, ვთანამშრომლობთ დღეს და მათ ვისი გაცნობაც მომავალში გველოდება.

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ Gantek-ის წარმატების საფუძველი გუნდურობაში, საქმისადმი პროფესიონალურ დამოკიდებულებაში და თითოეული თანამშრომლის დაუზარებელ შრომაშის შედეგია.

აჰმეტ შეფიკ ონგუნი
აღმასრულებელი დირექტორი თავმჯდომარე